ავტორი:

ზელენსკიმ, სტეფანჩუკმა და შმიგალმა ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობის მიღწევის შესახებ ერთობლივ განცხადებას ხელი მოაწერეს

ზელენსკიმ, სტეფანჩუკმა და შმიგალმა ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობის მიღწევის შესახებ ერთობლივ განცხადებას ხელი მოაწერეს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, უმაღლესი რადის თავჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა და პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა ხელი მოაწერეს უმაღლესი რადასა და მთავრობის ერთობლივ განცხადებას ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობის მიზნის მიღწევის შესახებ.

„დღეს, უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარესთან და პრემიერ-მინისტრთან ერთად, ხელს ვაწერთ ერთობლივ განცხადებას, რომელიც არის ხელისუფლების ყველა შტოს ერთიანობის სიგნალი და მტკიცებულება იმისა, რომ მტკიცედ გადაწყვეტილი გვაქვს მივაღწიოთ უკრაინის სტრატეგიულ მიზანს - ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობას,“- აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, აღნიშნული დეკლარაციის ხელმოწერა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე ხელმოწერა იყო.