ავტორი:

"ვაპირებ, ხელისუფლებას ვუჩივლო პარლამენტის წევრზე ღია თვალთვალისთვის" - ხატია დეკანოიძე

"ვაპირებ, ხელისუფლებას ვუჩივლო პარლამენტის წევრზე ღია თვალთვალისთვის" - ხატია დეკანოიძე

მე ვიყავი ობიექტი თავდასხმის და თვალთვალის - ვაპირებ ვუჩივლო ხელისუფლებას პარლამენტის წევრზე ღია თვალთვალისთვის,- ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ რეგიონებში ოპოზიციონერ დეპუტატებსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებზე თავდასხმის შესახებ ინფორმაციის კომენტორებისას ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ის, რასაც ამ დღეების განმავლობაში საზოგადოება რეგიონებში ხედავს, არის ხელისუფლების მიერ ორგანიზებული ძალადობა.

"ეს არის სისუსტე ხელისუფლების მხრიდან, ეს არის ძალადობის ორგანიზება ხელისუფლების მხრიდან, ღია თვალთვალი და ვაპირებ ვუჩივლო ამ ხელისუფლებას პარლამენტის წევრზე ღია თვალთვალისთვის. ეს აღარ იყო უკვე ფარული თვალთვალი, ეს იყო თავხედური, უტიფარი, ღია დევნა პარლამენტის წევრის მიმართ.

ეს იყო ძალადობის კამპანია, რომელსაც ხედავს "ქართული ოცნება" როგორც ერთადერთ გამოსავალს. ჩვენ გვინდა მშვიდობა, ევროპა, კანდიდატის სტატუსი, ხოლო "ქართულ ოცნებას" რაც უნდა, ეს არის ძალადობა და საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება,"- განაცხადა დეკანოიძემ.