ავტორი:

პოლიციამ წუხელ "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგო აქციაზე 26 პირი დააკავა

პოლიციამ წუხელ "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგო აქციაზე 26 პირი დააკავა

პოლიციამ მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციაზე 26 პირი დააკავა.

შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნული პირები სამართალდამცველებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 177-ე და 166-ე მუხლებით გათვალისწინებული დარღვევისთვის დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, „პრაიდის“ მოწინააღმდეგეები იმ ტერიტორიაზე შეიკრიბნენ, სადაც 2 ივლისს „თბილისი პრაიდის“ ღონისძიება უნდა გაიმართოს.

„ალტ-ინფოს" ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან მათი ლიდერები ზურაბ მახარაძე და ირაკლი მარტინენკო.