ავტორი:

რა ვითარებაა უკრაინის ყველაზე ცხელ წერტილებში - გენშტაბის უახლესი მონაცემები

რა ვითარებაა უკრაინის ყველაზე ცხელ წერტილებში - გენშტაბის უახლესი მონაცემები

ხარკოვის მიმართულებით, მტრის ქვედანაყოფები კონცენტრირებული არიან ჩვენი ჯარების მოქმედებების შეკავებაზე და მათი შემდგომი წინსვლის აღკვეთაზე. დაკარგული პოზიციების დასაბრუნებლად, მტერი ახორციელებს შტურმს კოჩუბეევკა - დემენტიივკას მიმართულებით, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, მოწინააღმდეგე ახორციელებდა საარტილერიო დაბომბვას ზოლოჩივის, რუსკა ლოზოვას, ხრესტიშჩეს, პერემოჰას, დემენტივკას, ვერხნი სალტივის, მოლოდოვას, სტარის სალტივის, კორობოჩკინეს, ზამულივკას, ველიკა ბაბკას, ვოლობუიივკას და მალინივკას დასახლებებში.

ამასთან, რუსულმა ძალებმა განახორციელეს საჰაერო დარტყმები ვერხნი სალტივის, პრუდიანკასა და მოსპანოვეს მახლობლად.

„სლავიანსკის მიმართულებით, არტილერიით დაიბომბა დოლინას, დიბრივნეს, კურულკას, მაზანივკას, ბოხოროდიჩნეს, კრასნოპილიას, ადამივკას, სუხა კამიანკას, ჰუსარივკასა და კრინიჩნეს დასახლებები.

კრამატორსკის მიმართულებით ბილოჰორივკას, მაიაკისა და დონეცკის ტერიტორიები არტილერიით დაიბომბა, ხოლო ლისიჩანსკის რაიონში -ზოლოტარივკა და ვერხნიოკამიანსკი. მტერმა ამ მიმართულებით თავდასხმა წამოიწყო, მაგრამ წარუმატებელი აღმოჩნდა და უკან დაიხია,“- აღნიშნულია ანგარიშში.