"ალტ-ინფოს“ მხარდამჭერები "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან მივიდნენ.
ისინი სკანდირებენ „საქართველო!“. მათ ხელში საქართველოს დროშები უჭირავთ. შეკრებილების თქმით, „ ქართული ოცნება“ ხელს უწყობს „პრაიდის“ გამართვას. ისინი „ქართული ოცნების“ წევრებს მიმართავენ, გამოვიდნენ და ესაუბრონ. ასევე სკანდირებენ, რომ მმართველი გუნდი “ევროკავშირის მონაა”.
ცნობისთვის, "ალტ-ინფოს“ მხარდამჭერებმა თავდაპირველად აქცია საკანონმდებლო ორგანოსთან გამართეს, შემდეგ კი „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან მსვლელობით გადაინაცვლეს.