ავტორი:

"ბათუმი მედიკში’’ საქველმოქმედო სამედიცინო აქცია და Sonoscape-ის ულტრაბგერითი აპარატის პრეზენტაცია გაიმარათა!

"ბათუმი მედიკში’’ საქველმოქმედო სამედიცინო აქცია და Sonoscape-ის ულტრაბგერითი აპარატის პრეზენტაცია გაიმარათა!

2 ივლისს ბათუმი მედიკში გაიმართა სხვადადასხვა აქტივობები სახელწოდებით- ,,იზრუნე ბათუმი მედიკთან ერთად’’ . ჩატარდა საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ადგილობრივებისთვის და Sonoscape-ის ულტრაბგერითი აპარატის პრეზენტაციასამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის.

აქციის ფარგლებში მსურველებმა სხვადასხვა ტიპის ულტრაბგერითი გამოკვლევებით ისარგებლეს. ჩატარდა ფარისებრი ჯირკვლის, მუცლის ღრუს, პროსტატის, საშარდე სისტემისა და გინეკოლოგიური (აბდომინალური ) კვლევები. გამოყენებული იქნა SonoScape -ის უახლესი, კრისტალურად სუფთა, კონტრასტული გამოსახულებისა და მაღალი გარჩევადობის მქონე აპარატი.

აქციის შემდგომ Batumi Medic-მა აჭარაში მოღვაწე ექიმ-რადიოლოგებსა და სამედიცინო სფეროს სხვა წარმომადგენლებსაც უმასპინძლა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, პრაქტიკურლი პრეზენტაციის ფორმატში გაცნობოდნენ SonoScape -ის ულტრაბგერით აპარატებსა და სხვა სამედიცინო პროდუქტებს. აგრეთვე, დეტალური ინფორმაცია მიეღოთ საინჟინრო მომსახურების სერვისის შესახებ, რომლის ფარგლებშიც, ბათუმი მედიკი უზრუნველყოფს პარტნიორების დროულ და ეფექტურ ტექნიკურ მხარდაჭერას.

,,ბათუმი მედიკი’’ კომპანია ,,თბილისი მედიკის’’შვილობილი ბრენდია და აჭარის რეგიონს სამედიცინო პროდუქციის სრული სპექტრით გასული წლიდან ემსახურება. კომპანია ოპერირებს როგორც საცალო, ასევე კოპორატიული მიმართულებებით. იგი საქართველოში ოფიციალურად და ექსკლუზიურად წარმოადგენს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა მაგალითად : გლობალური ბრენდები Johnson & Johnson და Bausch and Lomb, Ortho-clinical Diagnostic და ASP -აშშ, იაპონური ბრენდი Nidek, ჩინური ბრენდები Mindray და SonoScape, თურქული ბრენდი Turmed და სხვა.

,,ბათუმი მედიკის’’ მისიაა- გაუმარტივოს ადამიანებს ჯანრმრთელობაზე ზრუნვა, შესაბამისად კომპანიის ყოველი აქტივობა და ყოველდღიური საქმიანობაც მიმართულია ამ მიზნის უზრუნველსაყოფად.

R