ავტორი:

"საჭიროა ყველაფრის გაკეთება, რათა რუსეთში ყველამ დაიმახსოვროს, რომ უკრაინის გატეხვა არავის შეუძლია" - ვოლოდიმირ ზელენსკი

"საჭიროა ყველაფრის გაკეთება, რათა რუსეთში ყველამ დაიმახსოვროს, რომ უკრაინის გატეხვა არავის შეუძლია" - ვოლოდიმირ ზელენსკი

"საჭიროა ყველაფერი შესაძლებლის გაკეთება, რათა აგრესორი დამარცხდეს არა მხოლოდ ბრძოლის ველზე, არამედ ისტორიულად და კონცეპტუალურადაც, რათა რუსეთში ყველამ დაიმახსოვროს, რომ უკრაინის გატეხვა არაფერს, არავის და მათ შორის არც სასტიკ ომს არ შეუძლია",- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მან უკრაინის აღდგენის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უნდა აღდგეს არა მხოლოდ ის, რაც ოკუპანტების მიერ განადგურდა, არამედ უნდა შეიქმნას ცხოვრების ახალი, უსაფრთხო და მოსახერხებელი საფუძველი.

"აქტიურად ვემზადებით შვეიცარიაში, ლუგანოში სპეციალური კონფერენციის დაწყებისთვის. კონფერენციის პირველი დღე ორშაბათს იქნება. მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიება ჩვენი ქვეყნის აღდგენას მიეძღვნება. აღდგენას ამ სიტყვის ფართო გაგებით. საჭიროა არა მხოლოდ იმ ყველაფრის აღდგენა, რაც გაანადგურეს ოკუპანტებმა, არამედ ჩვენი ცხოვრებისთვის, უკრაინისთვის ახალი საფუძვლის შექმნა - უსაფრთხო, თანამედროვე, მოსახერხებელი, ბარიერების გარეშე. ამისთვის საჭიროა კოლოსალური ინვესტიციები - მილიარდები, ახალი ტექნოლოგიები, მოწინავე გამოცდილება, ახალი ინსტიტუტები და, რა თქმა უნდა, რეფორმები. და უკვე ორშაბათს უკრაინა წარადგენს ეროვნულ ხედვას, როგორ უნდა მოხდეს ამ ყველაფრის რეალიზება.

სინამდვილეში, ეს ჩვენი დროის ყველაზე დიდი ეკონომიკური პროექტია ევროპაში და საგანგებო შესაძლებლობები ყველა სახელმწიფოსთვის, ყველა კომპანიისთვის, რომლებსაც ჩვენ უკრაინაში სამუშაოდ მოვიწვევთ, რათა აჩვენონ საკუთარი თავი. რა თქმა უნდა, ჩვენ უკვე ჩვენი ძალებით დავიწყეთ ნორმალური ცხოვრების აღდგენა გათავისუფლებულ ტერიტორიებზე, მაგრამ ასეთი მასშტაბური პროექტის რეალიზება მთელი ქვეყნის მასშტაბით, უსაფრთხოების ახალი სტანდარტებისა და ცხოვრების ახალი ხარისხის შექმნა, შესაძლებელია მხოლოდ საერთაშორისო შესაძლებლობების მოზიდვით. ამიტომ ლუგანოში კონფერენცია შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკრაინის აღდგენისთვის. და როდესაც ჩვენ ამ პროექტს განვახორციელებთ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოხდება, ათვლა შეიძლება დაიწყოს სწორედ ამ მოვლენიდან.

თუმცა, საჭირო იქნება ბევრი რამის გაკეთება ჩვენი გამარჯვებისთვის - და ეს რთული გზაა, იმიტომ რომ ომი გრძელდება - მაგრამ უკვე ახლა საჭიროა ყველაფერი შესაძლებელის გაკეთება, რათა აგრესორი დამარცხდეს არა მხოლოდ ბრძოლის ველზე, არამედ ისტორიულად და კონცეპტუალურადა, რათა რუსეთში ყველამ დაიმახსოვროს, რომ უკრაინის გატეხვა არაფერს, არავის და მათ შორის არც სასტიკ ომს არ შეუძლია“,- განაცხადა ზელენსკიმ.