ავტორი:

"დიდი ხანია შევქმენით შეიარაღებული ძალების ერთიანი დაჯგუფება ბელარუსისა და რუსეთის კავშირში - ჩვენ ვიყავით და ვიქნებით მოძმე რუსეთთან" - ლუკაშენკო

"დიდი ხანია შევქმენით შეიარაღებული ძალების ერთიანი დაჯგუფება ბელარუსისა და რუსეთის კავშირში - ჩვენ ვიყავით და ვიქნებით მოძმე რუსეთთან" - ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, ბელარუსისა და რუსეთის კავშირში დიდი ხანია შეიქმნა ერთიანი ჯარი და რომ მან "დიდი ხნის წინ დაადგინა" ბელარუსის მონაწილეობა რუსეთის ომში უკრაინის წინააღმდეგ.

ინფორმაციას ბელარუსის სახელმწიფო მედია "ბელტა“ ავრცელებს.

ბელარუსის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მემორიალურ კომპლექსში ცერემონიაზე ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ბელარუსი ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც რუსეთს ამ ბრძოლაში უჭერს მხარს.

"ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელიც მხარს უჭერს რუსებს ამ ბრძოლაში. ვინც გვკიცხავს, არ იცოდით, რომ ყველაზე ახლო ალიანსი გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან? იმ სახელმწიფოსთან, რომელთანაც ჩვენ ვაშენებთ ერთიან, ძლიერ, დამოუკიდებელი სახელმწიფოს – საკავშირო სახელმწიფოს, სადაც ორი დამოუკიდებელი ხალხია.

და რა, არ იცოდნენ მათ, რომ ჩვენ დიდი ხანია შევქმენით შეიარაღებული ძალების ერთიანი დაჯგუფება ბელარუსისა და რუსეთის კავშირში? ფაქტობრივად, ერთი ჯარი. თქვენ ეს ყველაფერი იცოდით, რატომ გვსაყვედურობთ დღეს? ჩვენ ერთად ვიყავით და ვიქნებით მოძმე რუსეთთან ერთად. „სპეცოპერაციაში“ ჩვენი მონაწილეობა დიდი ხნის წინ განვსაზღვრე“, - განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.

ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის პირველ დღეს მან თქვა, რომ ბელარუსები „არავის მისცემენ უფლებას ზურგში მიაყენონ დარტყმა რუსებს“.