ავტორი:

"თურქეთის საბაჟომ რუსული სატვირთო გემი დააკავა, რომელსაც მოპარული მარცვლეული გადაჰქონდა" - თურქეთში უკრაინის ელჩი

"თურქეთის საბაჟომ რუსული სატვირთო გემი დააკავა, რომელსაც მოპარული მარცვლეული გადაჰქონდა" - თურქეთში უკრაინის ელჩი

თურქეთში უკრაინის ელჩის, ვასილ ბოდნარის ინფორმაციით, თურქეთის საბაჟომ რუსული სატვირთო გემი დააკავა, რომელსაც

უკრაინული მხარის მტკიცებით, მოპარული მარცვლეული გადაჰქონდა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მედია ავრცელებს.

"ჩვენ გვაქვს სრული თანამშრომლობა. გემი ამჟამად პორტის შესასვლელთან დგას, იგი თურქეთის საბაჟო ორგანოების მიერ არის დაკავებული", - განაცხადა ბოდნარმა.

მისივე თქმით, გემის ბედი ხვალ, გამომძიებლების სხდომის შემდეგ გადაწყდება.