ავტორი:

"არ ხარ, ბიძინა, შენ კარგი მშობელი..." - რას წერს გია ხუხაშვილი ბიძინა ივანიშვილზე?

"არ ხარ, ბიძინა, შენ კარგი მშობელი..." - რას წერს გია ხუხაშვილი ბიძინა ივანიშვილზე?

ექსპერტი გია ხუხაშვილი, რომელიც ერთ დროს ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირი გახლდათ, ამჯერად "ქართული ოცნების" დამფუძნებელზე მორიგ კრიტიკულ პოსტს აქვეყნებს.

"როცა უბანში ყველაზე მდიდარი ხარ, ბევრი შენი ხელიდან იკვებება, შენ გემსახურება და ამით გაზულუქებულ შენ შვილებს თავში აქვთ ავარდნილი… დათარეშობენ…ხან მეზობლებს ფანჯრებს ჩაუმტვრევენ, ხან მანქანას დაულეწავენ, მათ შვილებს ჩაგრავენ, რადგან ფიქრობენ, რომ “ეკუთვნით”… შეწუხებული ხალხი მოგაკითხავს და შენ ეუბნები - მე რა შუაში ვარ, ზრდასრულები არიან, იმათ მოკითხეთო…

Разве это нормально?!

კარგი მშობელი ხალხს ბოდიშს მოუხდიდა, შვილებს როზგის ქვეშ გაიგდებდა, მოთოკავდა, უბანს მოაშორებდა და თუნდაც “სასწავლებლად გაუშვებდა”… არ ხარ, ბიძინა, შენ კარგი მშობელი…" - წერს ხუხაშვილი.