ავტორი:

პრეზენტაცია: "ეტრუსკები - ანტიკური სამყაროს ტრიტაგონისტები“

პრეზენტაცია: "ეტრუსკები - ანტიკური სამყაროს ტრიტაგონისტები“

მალე გამომცემლობა „პალიტრა L" ახალ წიგნს – „ეტრუსკები - ანტიკური სამყაროს ტრიტაგონისტები“ – წარმოგიდგენთ.

ანტიკური ცივილიზაციის შემქმნელთა ამბავს რისმაგ გორდეზიანი ამჯერად ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორთან, არაერთი პუბლიკაციის და სახელმძღვანელოს ავტორთან, ეკატერინე კობახიძესთან ერთად წარმოგიდგენთ.

ბატონი რისმაგი 150-მდე სამეცნიერო ნაშრომის, მრავალი მონოგრაფიისა და 24 წიგნის ავტორია. პრეზენტაციაზე კი გამომცემლობა „პალიტრა L" მეცნიერების ახალ წიგნს – „ეტრუსკები - ანტიკური სამყაროს ტრიტაგონისტები“ – გაგაცნობთ.

კითხველთან შეხვედრა 7 ივლისს, 19:00 საათზე, თსუ-ს VIII კორპუსში, აუდიტორია N220-ში გაიმართება. დასწრება თავისუფალია.