კუნძულ "ზმეინიზე“ უკრაინის დროშა ხელახლა აღიმართა, მას შემდეგ, რაც რუსულმა ძალებმა ტერიტორია დატოვეს, - ამის შესახებ უკრაინის სამხრეთის სარდლობის პრესსპიკერმა, ნატალია ჰუმენიუკმა განაცხადა.
"ტერიტორია უკრაინის იურისდიქციას დაუბრუნდა“, - აღნიშნა პრესსპიკერმა.
შეგახსენებთ, გასულ კვირას უკრაინელმა ძალებმა რუსები აიძულეს, კუნძული „ზმეინი“ დაეტოვებიათ, რომელიც მოსკოვმა ომის დაწყებისთანავე დაიპყრო.
იხილეთ ასევე: