ავტორი:

"უკრაინელმა სამხედროებმა დონბასში რუსების საბრძოლო მასალის მნიშვნელოვანი საცავი გაანადგურეს" - მედია

"უკრაინელმა სამხედროებმა დონბასში რუსების საბრძოლო მასალის მნიშვნელოვანი საცავი გაანადგურეს" - მედია

უკრაინელმა დამცველებმა წუხელ ლუგანსკის ოლქში, კადიევკაში რუსი ოკუპანტების საბრძოლო მასალის საცავი გაანადგურეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

საბრძოლო მასალა დაახლოებით ორი საათის განმავლობაში ფეთქდებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული საწყობი ერთ-ერთი მთავარი იყო ჭურვებით მომარაგებისთვის პოპასნაია - სევეროდონეცკი - ლისიჩანსკი - ბახმუტის მიმართულებით.

რუსების დანაკარგების შესახებ ჯერჯერობით ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება.