ავტორი:

ილონ მასკი თავის ოთხ ვაჟთან ერთად, რომის პაპს შეხვდა - რა ფოტოს აქვეყნებს მილიარდერი

ილონ მასკი თავის ოთხ ვაჟთან ერთად, რომის პაპს შეხვდა - რა ფოტოს აქვეყნებს მილიარდერი

ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი თავის ვაჟებთან ერთად რომის პაპს, ფრანცისკეს შეხვდა. შეხვედრის ამსახველი ფოტო კი მასკმა "ტვიტერზე“ გამოაქვეყნა.

"ჩემთვის დიდი პატივია პაპთან შეხვედრა“, - წერს ილონ მასკი. სურათზე SpaceX-ის დამფუძნებლის ოთხი ვაჟიცაა აღბეჭდილი.

შეხვედრის ადგილი და დეტალები Tesla-სა და SpaceX-ის ხელმძღვანელს არ დაუკონკრეტებია და არც ვატიკანში გაუკეთებიათ კომენტარი მასკისა და პაპის აუდიენციის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ ილონ მასკის შესახებ ბოლო კვირის განმავლობაში საზოგადოების ინტერესი კიდევ უფრო მძაფრი იყო - ის როგორც წესი, "ტვიტერში“ ძალიან აქტიურია, თუმცა ბოლო კვირის განმავლობაში არ გამოჩენილა და სოციალური ქსელების მომხმარებლები ინტერესდებოდნენ, თუ სად იყო მილიარდერი.

აღნიშნულის შემდეგ პაპთან ერთად გამოქვეყნებული ფოტო კი მასკის მხრიდან ერთგვარი პასუხია. საინტერესოა ისიც, რომ ილონ მასკი შვილებთან ერთად იშვიათად აქვეყნებს ფოტოებს. მედიაში მხოლოდ რამდენიმე ძველი ფოტო მოიპოვება, სადაც ის ბავშვებთან ერთადაა აღბეჭდილი. ცნობისთვის, ილონ მასკი შვიდი შვილის მამაა.