ავტორი:

"უკრაინულმა ძალებმა, უკან, სავარაუდოდ, სწორად, გეგმის შესაბამისად დაიხიეს" - ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო

"უკრაინულმა ძალებმა, უკან, სავარაუდოდ, სწორად, გეგმის შესაბამისად დაიხიეს" - ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო

უკრაინულმა ძალებმა, უკან, სავარაუდოდ, სწორად, გეგმის შესაბამისად დაიხიეს, ისინი განლაგებულები იყვნენ სევეროდონეცკ-ლისიჩანსკის ტერიტორიაზე, რუსებს ამ ადგილისთვის სამი მხრიდან შეტევა შეეძლოთ, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ყოველდღიურ ანგარიშშია აღნიშნული.

მათივე შეფასებით, ომის წინა ფაზებისგან განსხვავებით, რუსეთმა, სავარაუდოდ, მოახდინა გონივრული, ეფექტური კოორდინაცია სულ მცირე, ორ სამხედრო ჯგუფს შორის. ცენტრალურ ჯგუფს, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრ ლაპინი მეთაურობს, სამხრეთ ჯგუფს კი - ახლად დანიშნული სერგეი სუროვიკინი.

უწყების განმარტებით, არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ უკრაინული ძალები შეძლებენ უკან დახევას გამართულ, თავდასაცავად უფრო მარტივ ფრონტის ხაზზე.

"დონბასისთვის ბრძოლა ხასიათდება წინსვლის ნელი ტემპებით და რუსეთის მიერ არტილერიის მასიური გამოყენებით. დონეცკის ოლქში ბრძოლები ასევე გაგრძელდება“, - აცხადებენ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში.