ავტორი:

სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ რუსეთმა შავ და აზოვის ზღვებში ორი ჰუმანიტარული დერეფანი შექმნა

სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ რუსეთმა შავ და აზოვის ზღვებში ორი ჰუმანიტარული დერეფანი შექმნა

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს მტკიცებით, რუსეთმა, მარცვლეულის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, შავ და აზოვის ზღვებში ორი ჰუმანიტარული დერეფანი შექმნა.

"ხორციელდება მთელი რიგი ღონისძიებები შავი და აზოვის ზღვების წყლებში ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მარიუპოლის პორტის წყლებში ნაღმებთან დაკავშირებული საფრთხე სრულად აღმოიფხვრა“, - აღნიშნა შოიგუმ.

შეგახსენებთ, რუსეთის ხელისუფლება გამუდმებით ამტკიცებს, რომ უკრაინის მარცვლეულის ექსპორტს რუსეთი არ აფერხებს და რომ ექსპორტისთვის საჭიროა, კიევმა უკრაინის ტერიტორიული წყლები განაღმოს.