ავტორი:

"მჯერა, უკრაინელ სამხედროებს შეუძლიათ პუტინის ძალების მიერ დაპყრობილი ტერიტორიების დაბრუნება" - რას წერს ბორის ჯონსონი?

"მჯერა, უკრაინელ სამხედროებს შეუძლიათ პუტინის ძალების მიერ დაპყრობილი ტერიტორიების დაბრუნება" - რას წერს ბორის ჯონსონი?

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსონს სჯერა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ რუსეთის მიერ ცოტა ხნის წინ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება.

ამის შესახებ ბორის ჯონსონი ინფორმაციას „ტვიტერის“ გვერდზე უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ავრცელებს.

ბორის ჯონსონმა უკრაინისთის ახალი სამხედრო დახმარებაც ადაანონსა.

"მჯერა, რომ უკრაინელს სამხედროებს შეუძლიათ პუტინის ძალების მიერ ცოტა ხნის წინ დაპყრობილი ტერიტორიების დაბრუნება. გაერთანებული სამეფო განწყობილია დაეხმარის უკრაინას საკუთარი თავის დაცვასა და აღდგენის პროცესშიც. უახლოეს პერიოდში უკრაინას მიეწოდება ახალი სამხედრო დახმარება გაერთანებული სამეფოსგან“, - განაცხადა ბორის ჯონსონმა.