ავტორი:

"თუ წინააღმდეგი არ იქნება მიხეილ სააკაშვილი ციხეში ჩემი ხილვის, მზად ვარ, მივიდე და დაველაპარაკო" - ხვიჩია

"თუ წინააღმდეგი არ იქნება მიხეილ სააკაშვილი ციხეში ჩემი ხილვის, მზად ვარ, მივიდე და დაველაპარაკო" - ხვიჩია

"გირჩის" დეპუტატი იაგო ხვიჩია მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის სურვილს გამოთქვამს.

როგორც ხვიჩია განმარტავს, შეხვედრასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის სურვილის შემთხვევაში, მზადაა, პირადად მისგან მოისმინოს, რა უნდა, რადგან "ნაციონალური მოძრაობისგან" ამის გაგება შეუძლებელია.

"ნაციონალურ მოძრაობას" გავაცანით პოზიცია, რომ მათ ღიად უნდა მოეთხოვათ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და სანაცვლოდ არ შეეშალათ ხელი ევროინტგრაციის პროცესისთვის. ამას "ნაციონალური მოძრაობის" წევრები აღფრთოვანებით არ შეხვედრიან. ეჭვი მაქვს, მიშას პატიმრობა არ არის "ნაცმოძრაობის" მთავარი პრეროგატივა. შესაბამისად, უნდათ ისრების გადატანა რაღაც სხვა საკითხებზე - მაგალითად იმაზე, რომ ჩვენ "ქოცებთან" ვართ შეკრული, მაშინ როცა ჩვენ ვამბობთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ პროცესის ფარგლებში უნდა გადავიდეს საზღვარგარეთ სამკურნალოდ.

"ნაცმოძრაობის" ყველა წევრი თანაბრად მონდომებული არ არის იმით, რომ მიხეილ სააკაშვილმაც ისარგებლოს ამ სიტუაციით და არც ქვეყანა შევიდეს ჩიხში. აქედან გამომდინარე, ჩვენთან ბრძოლაა. ჩვენ ვაპირებთ მთავარ გადაწყვეტილების მიმღებ პირს მიხეილ სააკაშვილს შევხვდეთ და ვუთხრათ მას, თანახმაა თუ არა იმ შეთავაზებაზე, რომელიც ჩვენ გვექნება პოლიტიკურ სპექტრთან. რაც შეიძლება მალე უნდა შევხვდეთ. მალევე მივმართავთ შალვა პაპუაშვილს, რომ დაგვრთოს ნება და თუ წინააღმდეგი არ იქნება მიხეილ სააკაშვილი ჩემი ციხეში ხილვის, მზად ვარ, მივიდე და დაველაპარაკო მას", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.