ავტორი:

"ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 555 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა" - worldometers მსოფლიო მონაცემებზე

"ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 555 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა" - worldometers მსოფლიო მონაცემებზე

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები კვლავ იზრდება.

პლატფორმა worldometers-ის მიხედვით, ბოლო 24 საათის განმავლობაში მსოფლიოში ვირუსის 555 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.

პლატფორმის მიხედვით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსის 36 500-ზე მეტი შემთხვევა ავსტრალიაში, 36 000 ტაივანში, 20 000 იაპონიაში, 18 000 კი სამხრეთ კორეაში დაფიქსირდა.

ამჟამად მსოფლიოში კორონავირუსის 18.9 მილიონზე მეტი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

ჯანმო-ს ხელმძღვანელის ტედროს ადჰანომ გებრეისუსის განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევები მთელს მსოფლიოში იზრდება, რაც სავარაუდოდ ვირუსის ქვეშტამებს - BA.4-სა და BA.5-ს უკავშირდება.