ავტორი:

„ბიბლუსის“ უპრეცედენტო მასშტაბის ლიტერატურული ტურნე იწყება

„ბიბლუსის“ უპრეცედენტო მასშტაბის ლიტერატურული ტურნე იწყება

საქართველოში უპრეცედენტოდ დიდი ლიტერატურული ტურნე იწყება. ტურნე, რომლის ორგანიზატორიც საქართველოში წიგნის მაღაზიათა ყველაზე დიდი ქსელი „ბიბლუსია“, 11 ქალაქს მოიცავს. ის 7 ივლისს რუსთავში დაიწყება და 26 ივლისს ბათუმში დასრულდება. ტურნეს ფარგლებში მკითხველებს შესაძლებლობა ექნებათ, შეხვდნენ და გაესაუბრონ მათთვის საყვარელ ავტორებს. მწერლები შეხვედრაზე საკუთარ წიგნებს განიხილავენ, შემდეგ დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს უპასუხებენ, შეხვედრის ბოლოს კი ავტოგრაფებსაც დაარიგებენ.

„ბიბლუსი“ ყოველთვის ცდილობს წიგნებზე ხელმისაწვდომობა გაზარდოს. ლოიალური მკითხველების რაოდენობის ზრდიდან გამომდინარე რამდენიმე წლის წინ დიდი ლიტერატურული ტურნეს ჩატარება გადავწყვიტეთ. ტურნემ სისტემატური ხასიათი მიიღო. გამოხმაურების მასშტაბიდან გამომდინარე კი წელს უპრეცედენტოდ დიდი მასშტაბის ღონისძიება იგეგმება. ვეცადეთ მაქსიმალურად ბევრი ქალაქი მოგვეცვა. ამით გვსურს ჩვენი მკითხველი გავახაროთ და ვასიამოვნოთ“ - აცხადებენ „ბიბლუსში“.

ტურნეს განრიგი ასეთია:

  • 7 ივლისი, რუსთავი
  • 8 ივლისი, გორი
  • 9 ივლისი, თელავი
  • 13 ივლისი, ბორჯომი
  • 14 ივლისი, ბაკურიანი
  • 19 ივლისი, ზესტაფონი
  • 20 ივლისი, ქუთაისი
  • 21 ივლისი, სამტრედია
  • 22 ივლისი, ზუგიდიდი
  • 23 ივლისი, ოზურგეთი
  • 25 ივლისი, ბათუმი
  • 26 ივლისი, ბათუმი

„ბიბლუსმა“ ტურნეს დაგეგმვისას სხვადასხვა ასაკისა და გემოვნების მქონე მკითხველის ინტერესები გაითვალისწინა. სწორედ ამიტომ მასშტაბურ ღონისძიებაში მონაწილეობენ ავტორები, რომლებიც სხვადასხვა ჟანრში წერენ. აღსანიშნავია, რომ მსგავსი მასშტაბის ლიტერატურული ტურნე საქართველოში პირველად ეწყობა.