ავტორი:

"არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ დონბასისთვის ბრძოლაში სლავიანსკისთვის ბრძოლა ერთ-ერთი საკვანძო იქნება" - ბრიტანეთის დაზვერვა

"არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ დონბასისთვის ბრძოლაში სლავიანსკისთვის ბრძოლა ერთ-ერთი საკვანძო იქნება" - ბრიტანეთის დაზვერვა

რუსეთი სავარაუდოდ, ლისიჩანსკსა და ლუგანსკის ოლქზე კონტროლის განმტკიცებას აგრძელებს, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ მორიგ სადაზვერვო ანგარიშშია აღნიშნული.

როგორც ანგარიშშია ნათქვამია, არსებობს იმის რეალური შესაძლებლობა, რომ დონბასისთვის ბრძოლაში სლავიანსკისთვის ბრძოლა ერთ-ერთი საკვანძო იქნება.

"რუსეთი სავარაუდოდ, ლისიჩანსკსა და ლუგანსკის ოლქზე კონტროლის განმტკიცებას აგრძელებს. ჩრდილოეთით, მათ აღმოსავლეთ და დასავლეთ ძალების ჯგუფებიდან დარჩენილი დანაყოფების უმეტესობა იზიუმის ღერძამდე მიიყვანეს. გასული კვირის განმავლობაში, რუსული ძალები უკრაინის წინააღმდეგობის ფონზე, იზიუმიდან მომავალ მთავარ გზაზე სავარაუდოდ, კიდევ 5 კილომეტრით დაწინაურდნენ. რუსული ძალები აღმოსავლეთ და დასავლეთ ძალების ჯგუფებიდან, სავარაუდოდ, ახლა ქალაქ სლავიანსკიდან 16 კილომეტრში არიან. იმის გამო, რომ ქალაქი ცენტრალური და სამხრეთის ძალების ჯგუფების საფრთხის ქვეშ არის, არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ დონბასისთვის ბრძოლაში სლავიანსკისთვის ბრძოლა ერთ-ერთი საკვანძო იქნება“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ანგარიშში.