ავტორი:

ავსტრიელმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა, რომელიც საზოგადოებას საკუთარ ქორწილში პუტინთან ცეკვით დაამახსოვრდა, ქვეყანა სიცოცხლის მოსპობის მუქარის გამო დატოვა

ავსტრიელმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა, რომელიც საზოგადოებას საკუთარ ქორწილში პუტინთან ცეკვით დაამახსოვრდა, ქვეყანა სიცოცხლის მოსპობის მუქარის გამო დატოვა

ავსტრიის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა კარინ კნაისლმა ქვეყანა სიცოცხლის მოსპობის მუქარის გამო დატოვა და ჟურნალისტს განუცხადა, რომ ის ინტერვიუებს არ იძლევა.

ინფორმაციას ამერიკული გამოცემა Washington Post ავრცელებს. მაისის ბოლოს კნაისლმა "როსნეფტის“ დირექტორთა საბჭო დატოვა, რომელსაც ის გასულ წელს შეუერთდა.

კნაისლი ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს 2017-2019 წლებში იკავებდა.

2018 წელს მან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საკუთარ ქორწილში დაპატიჟა და მასთან ერთად იცეკვა.