ავტორი:

"ქალაქებს იმიტომ კი არ ვაშენებდით, რომ რუსებს ეყიდათ ბინები და ქართველები მარწყვის საკრეფად წასულიყვნენ გერმანიაში" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი

"ქალაქებს იმიტომ კი არ ვაშენებდით, რომ რუსებს ეყიდათ ბინები და ქართველები მარწყვის საკრეფად წასულიყვნენ გერმანიაში" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს, სადაც წერს, რომ ქართველ ერს ახლა ყველაზე მეტად საკუთარი თავის რწმენა სჭირდება.

"როდესაც სიღნაღს, ბათუმს ვაშენებდით და ლაზიკას ვგეგმავდით, გვინდოდა ყველაფერი გაგვეკეთებინა ისე, როგორც ევროპაში და უკეთესად. მომეწონა ნიცაში რაღაც და გადმოვიღეთ ბათუმში უკეთესად, ვალენსიის კოშკის ზუსტი ასლი გავაკეთეთ. ამ ქალაქებს იმიტომ კი არ ვაშენებდით, რომ რუსებს ეყიდათ ბინები და ქართველები მარწყვის საკრეფად წასულიყვნენ გერმანიაში. ჩვენ ვჩქარობდით, ვმუშაობდით დღეც და ღამეც. ჩვენ არც ზარმაცი და არც ჩამორჩენილი ერი არ ვართ. ყველაზე მეტად საკუთარი თავის რწმენა გვჭირდება!" - წერს სააკაშვილი "ფეისბუქში".