ავტორი:

ლეგენდარულმა კარლოს სანტანამ, სცენაზე გონება დაკარგა - როგორია მუსიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა

ლეგენდარულმა კარლოს სანტანამ, სცენაზე გონება დაკარგა - როგორია მუსიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა

ლეგენდარულმა კარლოს სანტანამ, მიჩიგანის შტატის ქალაქ დეტროიტთან ღია ცისქვეშ კონცერტის დროს, გონება დაკარგა. 74 წლის მუსიკოსს სამედიცინო პერსონალი მოემსახურა და ის ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამჟამად მუსიკოსი თავს კარგად გრძნობს. მან სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ გონება დაკარგა, რადგანაც "წყლის დალევა და საჭმლის ჭამა დაავიწყდა."

მისმა მენეჯერმა, მაიკლ ვრიონისმა თქვა, რომ მუსიკოსი ახლა კარგადაა. თუმცა მიუხედავად ამისა, ანტანას შოუ, რომელიც ოთხშაბათს იყო დაგეგმილი, დროებით გადაიდება.

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/FoJmmuJ2bSo" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>

ინტერნეტში მალევე გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ გაჰყავთ სანტანა სცენიდან. ამ დროს ის უკვე გონზეა და მაყურებელს ხელს უქნევს, პუბლიკაც ტაშით აცილებს ლეგენდას.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა