ავტორი:

ხვიჩა კვარაცხელიას პირველი ფოტო "ნაპოლის" მაისურით - კლუბი ქართველი ფეხბურთელი ახალ ფოტოს აქვეყნებს

ხვიჩა კვარაცხელიას პირველი ფოტო "ნაპოლის" მაისურით - კლუბი ქართველი ფეხბურთელი ახალ ფოტოს აქვეყნებს

ახალგაზრდა, ნიჭიერმა ქართველმა ფეხბურთელმა და ჩვენი ქვეყნის ნაკრების ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ თავისი ახალი კლუბის "ნაპოლის" მაისური უკვე მოირგო.

"ნაპოლის" "ფეისბუქ" გვერდზე კლუბის მაისურით ხვიჩას პირველი ფოტო გამოქვეყნდა.

სოციალური ქსელების საშუალებით გულშემატკივარს კლუბმა კვარაცხელია ოფიციალურად რამდენიმე დღის წინ წარუდგინა და მაშინ პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. იტალიელ ქომაგს ქართველი ფეხბურთელისგან დიდი მოლოდინი აქვს.

ბევრი მათგანი კი იმით ინტერესდება, თუ როგორ წარმოთქვან კლუბის ახალწვეულის სახელი.

"გთხოვთ, მითხარით, როგორ წარმოვთქვა მისი სახელი."

"მე მისი თამაშები ვნახე და დარწმუნებული ვარ, მის პოზიციაზე ყველას დიდ კონკურენციას გაუწევს."

"დაიმახსოვრეთ მისი სახელი, ის დიდი ვარსკვლავი გახდება", - წერენ იტალიელი გულშემატკივრები კომენტარებში.