ავტორი:

"დაე, ამერიკას ახსოვდეს: იქ არის რუსეთის ტერიტორიის ნაწილი, ალასკა - უნდა დაფიქრდნენ, რომ ჩვენ გვაქვს რაღაც დასაბრუნებელიც" - რუსეთის დუმის თავმჯდომარე

"დაე, ამერიკას ახსოვდეს: იქ არის რუსეთის ტერიტორიის ნაწილი, ალასკა - უნდა დაფიქრდნენ, რომ ჩვენ გვაქვს რაღაც დასაბრუნებელიც" - რუსეთის დუმის თავმჯდომარე

რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარემ ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს უნდა ახსოვდეს, რომ ალასკა რუსული იყო და რუსეთის ფედერაციას შეუძლია მისი დაბრუნება დაიწყოს.

"დაე, ამერიკას ყოველთვის ახსოვდეს: იქ არის რუსეთის ტერიტორიის ნაწილი - ალასკა. ასე რომ, როდესაც ისინი დაიწყებენ ჩვენი რესურსების საზღვარგარეთ განკარგვის მცდელობას, სანამ ამას გააკეთებენ, უნდა დაფიქრდნენ იმ ფაქტზე, რომ ჩვენ გვაქვს რაღაც დასაბრუნებელიც. ჩვენ არ ვერევით მათ საშინაო საქმეებში და ისინი ათწლეულებია ამბობენ, რომ ყველაფერი, რაც მათ თავს ხდება, ყველა მათი საპრეზიდენტო არჩევნები, რუსეთის ჩარევის შედეგია“ , - აღნიშნა ვოლოდინმა.

ამასთან, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის ვიცე-სპიკერი პიოტრ ტოლსტოი ალასკაზე რეფერენდუმის ჩატარების წინადადებით გამოვიდა.

ცნობისთვის, რუსეთის იმპერიამ მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ალასკა შეერთებულ შტატებს მიჰყიდა.

ასევე ნახეთ: