ავტორი:

"რუსეთს აღარ აქვს ძალა, რომ შეტევა ფრონტის ერთზე მეტი მიმართულებით განახორციელოს - შეინიშნება არსენალის ამოწურვის ნიშნები" - უკრაინის უშიშროება

"რუსეთს აღარ აქვს ძალა, რომ შეტევა ფრონტის ერთზე მეტი მიმართულებით განახორციელოს - შეინიშნება არსენალის ამოწურვის ნიშნები" - უკრაინის უშიშროება

რუსეთს აღარ აქვს ძალა შეტევა ფრონტის ერთზე მეტი მიმართულებით განახორციელოს, უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან 4 თვის შემდეგ რუსეთის არსენალის ამოწურვის ნიშნები შეინიშნება, - გამოცემა WSJ-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა განაცხადა.

ამასთან, WSJ-ი წერს, რომ პირველი შეცდომების შემდეგ რუსეთმა იპოვა ტაქტიკა, რომელიც მუშაობს. საწყის ეტაპზე რუსები უკრაინის ტერიტორიაზე ღრმად შეჭრას ცდილობდნენ და მათ დიდწილად წარუმატებლად დაკარგეს ელიტარული ნაწილები.

ამჟამად კი რუსული ძალები არტილერიის გამოყენებით ნაბიჯებით მიიწევენ წინ. დანილოვის განცხადებით, რუსეთი ყოველ კვადრატულ კილომეტრზე აგროვებს ძალიან დიდ საარტილერიო და ჯავშანტექნიკას, რომელსაც უკრაინელი სამხედროები ვერ უმკლავდებიან და ეს რუსებს უპირატესობას აძლევს.

დანილოვმა ხაზი გაუსვა, რომ ამ დროისთვის უკრაინამ თავდაცვითი ომი უნდა აწარმოოს. მისი თქმით, გასულ თვეში მიღებულმა ამერიკულმა საარტილერიო სარაკეტო სისტემებმა, HIMARS-მა, უკრაინას საშუალება მისცა დარტყმა სწორედ იმ რუსულ სამიზნეებზე განეხორციელებინა, რომლებიც ადრე უკრაინული აღჭურვილობისთვის მიუწვდომელი იყო.

მისი თქმით, რუსები დაუცველები არიან HIMARS-ის წინააღმდეგ. ამასთან, დანილოვმა განაცხადა, რომ უკრაინას კიდევ ათეულობით ასეთი გამშვები მოწყობილობა დასჭირდება.