ავტორი:

არქიმ არქელებისთვის საზეიმო ღონისძიება გამართა

არქიმ არქელებისთვის საზეიმო ღონისძიება გამართა

არქის დიდი ოჯახის საზეიმო ღონისძიება, მცხეთაში გაიმართა, სადაც სპეციალურად არქელებისთვის სხვადასხვა გასართობი აქტივობა და ვახშამი მოეწყო. საღამოს წამყვანი, არქელების მეგობარი დუტა სხირტლაძე გახლდათ, ხოლო მუსიკალურ გაფორმებაზე დათო გომართელი და ანსამბლი „შვიდკაცა“ ზრუნავდა. არქელების პირველ საზეიმო ღონისძიებას ექვსი საცხვრებელი სახლის მაცხოვრებელი ესწრებოდა.

“არქიში წლებია, რაც სხვადასხვა დღესასწაულს არქელები ერთ დიდ ოჯახად აღვნიშნავთ. დღევანდელი ღონისძიების მთავარი მიზანიც, სწორედ არქელების დაახლოება და მათი მეგობრული ურთიერთობების განვითარებაა. დღეს ჩვენი დიდი ოჯახი 20 000-ზე მეტ წევრს ითვლის, ეს რიცხვი კი, მუდმივად მზარდია. მადლობა ყველა არქელს, რომელმაც ნდობა გამოგვიცხადა და ჩვენს დიდ ოჯახს შემოუერთდა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ეტაპობრივად განვაგრძობთ არქელებისთვის საზეიმო ღონისძიებების ჩატარებას და იმედი გვაქვს, რომ ერთად დაუვიწყარ მოგონებებს შევქმნით,” - აცხადებს შიო ხეცურიანი, არქის გენერალური დირექტორი.

არქი მომხმარებელთან ურთიერთობას ბინის შეძენის შემდეგ არ წყვეტს. კომპანიის ერთერთი მთავარი პრიორიტეტი არქელებს შორის ოჯახური ურთიერთობების ჩამოყალიბებაა, რისთვისაც არქი მუდმივ რეჟიმში სხვადასხვა აქტივობასა და ღონისძიებას აორგანიზებს მათთვის.

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/aLVxNHlga04" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>

R