ავტორი:

ბაზისბანკის ფინანსური მხარდაჭერით, დადიანების სასახლე, გერმანელი მხატვრების გამოფენას უმასპინძლებს

ბაზისბანკის ფინანსური მხარდაჭერით, დადიანების სასახლე, გერმანელი მხატვრების გამოფენას უმასპინძლებს

8 ივლისიდან, ბაზისბანკის ფინანსური მხარდაჭერით, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწულ ნიკო დადიანის სასახლეში, საკუთარი კოლექციის გამოფენას - ,,გერმანელი მხატვრები და კავკასია“, გამართავს.

გამოფენის სტუმრები გაეცნობიან XIX საუკუნის გერმანელი მხატვრების - ფრიდრიხ ფრიშის, გეორგ ტიმმის, ედუარდ ჰაუს, ფრანც კრიუგერის და ადალბერტ ვააგენის ნამუშევრებს. საგამოფენო სივრცეში გამოიფინება მათ მიერ შესრულებული კავკასიის პეიზაჟები, ტიპაჟები და მათი თვალით დანახული XIX საუკუნის მეორე ნახევრის საქართველო.

ღონისძიებაზე, დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ, შეიძინონ კატალოგი - ,,გერმანელი მხატვრები და კავკასია“. კატალოგი გერმანელი მხატვრების იმ ნამუშევრებს აერთიანებს, რომლებიც დაცულია დადიანების მუზეუმში, ეროვნულ მუზეუმსა და საქართველოში კერძო კოლექციებში.

გამოფენა, 2022 წლის 8 ივლისს 17.00 საათზე გაიხსნება და 4 აგვისტომდე გასტანს.

„ბაზისბანკი აქტიურად არის ჩართული ქართულ სახელოვნებო ცხოვრებაში და მსგავსი ტიპის თანამშრომლობით, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს კულტურის სხვადასხვა დარგის განვითარებაში. დარწმუნებული ვარ, გამოფენის სტუმრები, დადიანების სასახლის ამ უმშვენიერეს გარემოში, სიამოვნებით ეზიარებიან გერმანელი ხელოვანების მიერ დანახულ და ტილოზე გადატანილ XIX საუკუნის საქართველოს.“ - აღნიშნა ბაზისბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, თამარ ხადურმა.

R