ავტორი:

ოქროს და ვერცხლის ფასი მკვეთრად ეცემა - რატომ იაფდება ძვირფასი ლითონები?

ოქროს და ვერცხლის ფასი მკვეთრად ეცემა - რატომ იაფდება ძვირფასი ლითონები?

საერთაშორისო ბაზარზე ოქროს ღირებულება მცირდება. ამჟამად 1 უნცია ოქრო 1740 დოლარამდე ღირს და ბოლოს ის ასეთი იაფი გასული წლის სექტემბერში იყო.

მიმდინარე წლის მარტში ოქროს ფასმა 2,000 დოლარსაც კი გადააჭარბა, თუმცა მას შემდეგ თითქმის 15%-ითაა გაუფასურებული.

როგორ იცვლებოდა 1 უნცია ოქროს ფასი ბოლო 1 წლის განმავლობაში:

წყარო: gold.org

ოქროს ღირებულებაზე გავლენას მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები ახდენს - რეცესიის მოლოდინი, საპროცენტო განაკვეთების ზრდა და დოლარის გამყარება.

მაღალი ინფლაციის გამო აშშ-სა და ევროპაშიც მონეტარულ პოლიტიკას ამკაცრებენ. ამერიკის ფედერალურმა რეზერვმა საპროცენტო განაკვეთები 150 საბაზო პუნქტით გაზარდა, თვის ბოლომდე კი კიდევ 75 პუნქტით გაზრდას აპირებს. 25 საბაზო პუნქტით გაზარდა განაკვეთი ევროპის ცენტრალურმა ბანკმაც. გააგრძელეთ კითხვა