ავტორი:

იაპონიის ყოფილ პრემიერს სიტყვით გამოსვლისას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს - რა ინფორმაციას ავრცელებს მედია?

იაპონიის ყოფილ პრემიერს სიტყვით გამოსვლისას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს - რა ინფორმაციას ავრცელებს მედია?

იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, შინზო აბეს ქალაქ ნარაში სიტყვის გამოსვლისას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, - ინფორმაციას Guardian-ი იაპონურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, შინზო აბე დაჭრილია და საავადმყოფოში გადაიყვანეს, მომხდართან დაკავშირებით კი მამაკაცია დაკავებული.

იაპონიის ყოფილი პრემიერი ქალაქ ნარაში, ზედა პალატის არჩევნებთან დაკავშირებით წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სიტყვით გამოდიოდა.

შინზო აბემ იაპონიის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ყველაზე ხანგრძლივად იმსახურა. პირველად ის 2006 წელს აირჩიეს, თუმცა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თანამდებობა 2007 წელს დატოვა. პრემიერის პოსტი მეორე ვადით 2012 წელს დაიკავა და 2020 წლამდე იმსახურა, ვიდრე თანამდებობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ დატოვა.