ავტორი:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის შენიშვნები წმინდა პოლიტიკური პროვოკაციაა" - რას წერს ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩიუსი?

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის შენიშვნები წმინდა პოლიტიკური პროვოკაციაა" - რას წერს ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩიუსი?

საქართველოს მმართველი პარტია უნდა ფოკუსირდეს კანდიდატის სტატუსის მიღების პირობებზე და შეწყვიტოს ცრუ სიგნალების გავრცელება, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩიუსი "ტვიტერში" წერს.

მისი შეფასებით, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის კომენტარები იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირი საქართველოს ომში ჩართვისკენ უბიძგებს, პროვოკაციაა.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის შენიშვნები ევროკავშირის პოზიციის შესახებ, რომელიც თითქოს ქვეყანას ომში ჩართვისკენ უბიძგებს, წმინდა პოლიტიკური პროვოკაციაა,“- წერს ევროპარლამენტარი.