ავტორი:

"ჩვენი ფიქრები და ლოცვები შინზო აბეს ოჯახის გასამხნევებლად არის მიმართული, საქართველო იაპონიის გვერდით დგას" - ირაკლი ღარიბაშვილი

"ჩვენი ფიქრები და ლოცვები შინზო აბეს ოჯახის გასამხნევებლად არის მიმართული, საქართველო იაპონიის გვერდით დგას" - ირაკლი ღარიბაშვილი

"ჩვენი ფიქრები და ლოცვები შინზო აბეს ოჯახის გასამხნევებლად არის მიმართული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ "ტვიტერში“ წერს.

მთავრობის მეთაური იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრ შინზო აბეზე მომხდარ თავდასხმას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საქართველო იაპონიის გვერდით დგას.

"ამომრჩევლებისადმი მიმართვის დროს შინზო აბეზე თავდასხმის ამბის გამო ძალიან დამწუხრებული ვარ. ჩვენი ფიქრები და ლოცვები მიმართულია მისი და ოჯახის გასამხნევებლად. საქართველო იაპონიის გვერდით დგას!“,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

ცნობისთვის, იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, შინზო აბეს ქალაქ ნარაში სიტყვის გამოსვლისას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, - ინფორმაციას Guardian-ი იაპონურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, შინზო აბე დაჭრილია და საავადმყოფოში გადაიყვანეს, მომხდართან დაკავშირებით კი მამაკაცია დაკავებული.