ავტორი:

"ყველაფერს ვაკეთებ, რომ დემოგრაფიის პრობლემის მოგვარებაში ჩემი წვლილი შევიტანო" - მასკი ადასტურებს, რომ ერთი წლის წინ ტყუპი შეეძინა - ის 9 შვილის მამაა

"ყველაფერს ვაკეთებ, რომ დემოგრაფიის პრობლემის მოგვარებაში ჩემი წვლილი შევიტანო" - მასკი ადასტურებს, რომ ერთი წლის წინ ტყუპი შეეძინა - ის 9 შვილის მამაა

მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, ილონ მასკმა დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მას გასულ წელს კომპანია Neuralink-ის აღმასრულებელ დირექტორთან, შივონ ზილისთან ტყუპი შეეძინა.

ამის შესახებ მასკმა "ტვიტერში" დაწერა, მისი თქმით, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დემოგრაფიული კრიზისის მოგვარებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.

"ვაკეთებ ყველაფერს რაც შემიძლია შემცირებული მოსახლეობის კრიზისის აღმოსაფხვრელად. შობადობის კლება ცივილიზაციის ყველაზე დიდი საფრთხეა", - წერს მასკი.

ცნობისთვის, გამოცემა "ინსაიდერის“ ინფორმაციით, მასკმა და ზილისმა სასამართლოს მიმართეს, რათა ბავშვებს როგორც დედის, ასევე მამის გვარი ჰქონოდათ. მათ სასამართლოს ჩანაწერების მიხედვით გაარკვიეს, რომ SpazeX-ის დამფუძნებელს ერთი წლის წინ ტყუპი შეეძინა.

აქამდე საზოგადოებისთვის ეს ამბავი ცნობილი არ იყო. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ილონ მასკი 9 შვილის მამაა.