შვილმა დედის მკვლელობა საკუთარი თვალით ნახა - ჟონეთის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის რა დეტალები ხდება ცნობილი

შვილმა დედის მკვლელობა საკუთარი თვალით ნახა - ჟონეთის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის რა დეტალები ხდება ცნობილი

თბილისში, ჟონეთის ქუჩაზე მძიმე დანაშაული მოხდა. ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ამჯერადაც ქალია. 65 წლის ზაქრო ვარდიაშვილმა 58 წლის მეუღლე ოჯახური კამათის დროს გამოასალმა სიცოცხლეს. მომხდარი დანაშაულის დეტალებს "კურიერი" აქვეყნებს. როგორც ირკვევა, ცოლ-ქმარს მრავალწლიანი თანაცხოვრება აკავშირებდა. მომხდარს ჰყავს თვითმხილველიც - მათი შვილი, რომელმაც დედის მკვლელობა საკუთარი თვალით ნახა. შიშით, რომ მამა მასაც მოკლავდა, ქალი სახლიდან გაიქცა, დასახმარებლად ძმას დაურეკა.

მკვლელობის შესახებ ინფორმაცია სამართალდამცველებს სწორედ შვილმა მიაწოდა. ზაქრო ვარდიაშვილი დანაშაულის ადგილიდან არ გაქცეულა, ის სამართლადამცავებმა დააკავეს.

დანაშაულის ჩადენის იარაღი, ურო, სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. ბრალი მამაკაცს სავარაუდოდ ხვალ დაუზუსტდება. დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წყარო