ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ბიზნეს-სკოლის პროფესორი, ეკონიმიკის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას მრჩეველი ნურიელ რუბინი ჟურნალ "Forbes"-ის ვერსიით, მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ეკონომისტია.
რუბინმა ჯერ კიდევ 2005 წელს იწინასწარმეტყველა, რომ აშშ-ის "იპოთეკური ბომბი” გასკდებოდა, რაც მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს გამოიწვევდა.
მას შემდეგ, რაც ეკონომისტის პროგნოზი გამართლდა, მას მეტსახელად კასანდრა და წინასწარმეტყველი შეარქვეს.
ჟურნალ "The Times"-მა ეკონომისტის სახელი მსოფლიოს 100 ყველაზე გამოჩენილი მოაზროვნის სიაში შეიტანა.
1990 წელს რუბინმა განვითარებადი ბაზრების მარცხი იწინასწარმეტყველა. მისი პროგროზების უმრავლესობა პესიმისტურია.
ყველაზე გავლენიანი ეკონომისტების რეიტინგში ასევე აღმოჩდნენ: ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელი ბენ ბერნანკე, ეროვნული ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარე ლორენს სამერსი, კოლუმბიის "დედამიწის ინსტიტუტის" დირექტორი ჯეფრი საკსი, ნობელის პრემიის ლაურეატი პრისტონელი პოლ კრუგმანი, ჩიკაგოსა და ჰარვარდის უნივესრიტეტების პროფესორები - რაგურამ რაჯანი და კენეტ როგოფი, ასევე ასეთ გაზეთ "Wall Street Journal"-ის ეკონომიკის სვეტის ავტორი მარტინ ვულფი.
მომზადებულია Forbes-ის მიხედვით.