ავტორი:

ქართველი მსახიობების წარმატება კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე - თაკი მუმლაძესა და მარიამ ხუნდაძეს ჯილდო ქალის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის გადაეცათ

ქართველი მსახიობების წარმატება კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე - თაკი მუმლაძესა და მარიამ ხუნდაძეს ჯილდო ქალის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის გადაეცათ

ჩეხეთში Karlovy Vary-ის ფილმის საერთაშორისო ფესტივალი წარმატებული აღმოჩნდა ქართველი მსახიობებისთვის - თაკი მუმლაძესა და მარიამ ხუნდაძეს ჯილდო გადაეცათ ქალის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის ფილმისთვის "ჩემი ოთახი."

"ჩემი ოთახი" რეჟისორ იოსებ ბლიაძის ახალი ახალი ქართული ფილმია. კინოსურათი არის იმის შესახებ, თუ როგორ უმკლავდებიან ქალები სირთულეებს პატრიარქალურ საზოგადოებაში და ეძებს საკუთარ თავს.

გადამღებმა ჯგუფმ პროექტზე პანდემიის პერიოდში იმუშავა.

აღსანიშნავია, რომ მსახიობი თაკი მუმლაძე სცენარის თანაავტორია.

Karlovy Vary პრესტიჟული კინოფესტივალია, რომელიც ყოველ წელს იმართება. მსოფლიოს მასშტაბით 12 საუკეთესო ფილმს არჩევენ და ასევე საუკეთესო მსახიობებს ასახელებენ.