ავტორი:

"ბავშვები იყვნენ შეკრებილები, ელექტროენერგიის ჩართვას ცდილობდა... ალბათ, იფიქრა გავაკეთებო..." - სოფელ კოკში უბედურ შემთხვევას 18 წლის ბიჭი  ემსხვერპლა

"ბავშვები იყვნენ შეკრებილები, ელექტროენერგიის ჩართვას ცდილობდა... ალბათ, იფიქრა გავაკეთებო..." - სოფელ კოკში უბედურ შემთხვევას 18 წლის ბიჭი  ემსხვერპლა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკში, უბედურ შემთხვევას 18 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, ის საფეხბურთო მოედანზე, სადაც ბავშვები ბურთს თამაშობდნენ, ელექტროენერგიის ჩართვას ცდილობდა. სავარაუდოდ, ის დაუცველ ელექტროსადენებს შეეხო, რის შედეგადაც, ადგილზე დაიღუპა.

"ბავშვები შეკრებილები იყვნენ და ფეხბურთს თამაშობდნენ. მამამისი ხელოსანია, მანაც იცოდა ბევრი რაღაც. ალბათ, იფიქრა გავაკეთებო. განათება არის მაგრამ რაღაც პრობლემა ჰქონდა. ადგილზე გარდაიცვალა", - განაცხადა ადგილობრივმა ნუგზარ შენგელიამ.

საქართველოს შს სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.