ავტორი:

გიორგი ვაშაძე შალვა პაპუაშვილს მოუწოდებს, აშშ-ს ელჩსა და დასავლელ პარტნიორებზე შეტევას გაემიჯნოს და ოლიგარქიული რეჟიმისგან მიღებული დავალებები "არ გააპრავოს“

გიორგი ვაშაძე შალვა პაპუაშვილს მოუწოდებს, აშშ-ს ელჩსა და დასავლელ პარტნიორებზე შეტევას გაემიჯნოს და ოლიგარქიული რეჟიმისგან მიღებული დავალებები "არ გააპრავოს“

"სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს მიმართავს, აშშ-ს ელჩსა და დასავლელ პარტნიორებზე შეტევას გაემიჯნოს და "არ გააპრავოს“ ოლიგარქიული რეჟიმისგან მიღებული დავალებები.

ვაშაძე პაპუაშვილს მოუწოდებს, "ქართული ოცნების“ წარმომადგენლების ანტიდასავლური რიტორიკა ღიად დაგმოს.

ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით სახელისუფლო პარტიის მიერ შეთავაზებულ გეგმაში მონაწილეობაზე ვაშაძე კვლავ კატეგორიულ უარს აცხადებს და ამბობს, რომ "იმიტირებულ პროცესებში არ ჩაერთვებიან“.

"მივმართავ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს: - შეეშვით ცრუ საქმეს, შეეშვით საქმის იმიტაციას! თქვენ კონსტიტუციით მეორე პირი ხართ - ფორმალურად მაინც. ამიტომ გადადგით პირველი ნაბიჯი დეოლიგარქიზაციისკენ. გაემიჯნეთ იმ ანტიდასავლურ რიტორიკას, რომელსაც ვითომ თქვენგან გამოყოფილი "ტროიკა“ ავრცელებს ხოლმე. გაემიჯნეთ აშშ-ს ელჩზე თავდასხმებს, რასაც თქვენი თანაგუნდელები აკეთებენ. გაემიჯნეთ ანტიდასავლურ ისტერიას, რომელშიც ჩართულია პარტია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და გადადგით კონკრეტული ნაბიჯები დეოლიგარქიზაციისკენ. თუ თქვენ ამას არ გააკეთებთ, გამოდის, რომ თქვენ ოლიგარქიული რეჟიმის ერთი პატარა ჭანჭიკი ხართ, რომელიც მოქმედებს არა ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ მოქმედებს პარტიის ბოსების დავალებით“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.