ავტორი:

ოქსფორდის მაგისტრები საქართველოში სტრატეგიული ლიდერობის  პროგრამას იწყებენ

ოქსფორდის მაგისტრები საქართველოში სტრატეგიული ლიდერობის  პროგრამას იწყებენ

პირველად საქართველოში, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან, ბიზნეს ლიდერები ერთიანდებიან ქვეყნის პროგრესული თაობისთვის.

ოქსოფორდის უნივივერსიტეტისა და ბლედის მართვის სკოლის კუსდამთავრებულები, ექსპერტები და პროფესორები ქვეყნის პროგრესული თაობისთვის სტრატეგიული ლიდერობის სპეციალურ პროგრამას იწყებენ.

პროგრამა საქართველოში პირველად განხორციელდება და მისი ინიციატორი ,, გლობალური ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი - ლიდერთა ჰაბია’’, რომლის იდეის ავტორი და დამფუძნებელი გახლავთ ოქსფორდის უნივერსიტეტის ლიდერობის და სტრატეგიული მართვის მაგისტრი, ასოცირებული პროფესორი ნინო ჭედია. „ჩემი მეგობრები, მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან ერთვებიან პროგრამაში, რათა საქართველოში, თითოეულ მსურველს საუკეთესო ბიზნეს პრაქტიკა გაუზიარონ“ - აცხადებს ნინო ჭედია. პროექტის მიზანია ნიჭიერ, პროგრესულ ადამიანებს ჰქონდეთ წვდომა მსოფლიო დონის გამოცდილებასთან-აქ ადგილობრივ ბაზარზე.

განათლებული და განვითარებაზე ორიენტირებული სტრატეგიული ლიდერები არის უკეთესი მომავალი! აცხადებს ნინო ჭედია.

პროგრამა სტარტს აიღებს შემოდგომაზე, თუმცა 13 ივლისს გაიმართება პროექტის პრეზენტაცია, სადაც ჯაზის ბენდის მაგალითის მოყვანით უნიკალურ ვორკშოპს ჩაატარებს ბლედის მართვის სკოლის ალუმნი, პროფესორი მარიანა ცარი, ვორკშოპის თემაა: ,,სტრატეგიული ლიდერობა, გურნდის მართვა და კომუნიკაცია’’.

პრეზენტაციაზე ონლაინ მონაწილეობას მიიღებენ ლიდერშიპის პროგრამის მოწვეული ლექტორები ოქსფორდის უნივერსიტეტის ალუმნი - იულია სტავროუ და ლიდია ტუტარინოვა. ბიზნეს სფეროდან მოწვეული იქნებიან სამოტივაციო სპიკერები, რომლებიც საზოგადოებას წარმატების საკუთარ ფორმულას გაუზიარებენ.

პროექტის სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპებიდან გამომდინარე, პრეზენტაციაზე დასახელებული იქნება ის მიმართულებები რომელთა წარმომადგენლებიც ,,ლიდერშიფის პროგრამას’’ დაფინანსებით გაივლიან.

პრეზენტაცია გაიმართება მისამართზე:

,,ბრიტანული უნივერსიტეტი საქართველოში’’ , ადმინისტრაციული შენობა

,, გლობალური ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი - ლიდერთა ჰაბი’’

ვებ გვერდი: www.leadforyouth.com

თბილისი, დიდი დიღომი, მე-3 მიკრორაიონი, ვეფხისტყაოსნის ქ 92

საკონტაქტო პირი:

ნინო ჭედია 577 995 593

R