ავტორი:

"საქართველოში 16 მილიარდი მეტრ კუბის გაზის საბადო დადასტურდა" - რას ამბობს ნავთობისა და გაზის სააგენტოს უფროსი?

"საქართველოში 16 მილიარდი მეტრ კუბის გაზის საბადო დადასტურდა" - რას ამბობს ნავთობისა და გაზის სააგენტოს უფროსი?

"საქართველოში 16 მილიარდი მეტრ კუბის გაზის საბადო დადასტურდა" - ამის შესახებ საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსმა, გიორგი ტატიშვილმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ბუნებრივი აირი თბილისის მახლობლად კომპანია "შლუმბერჟეს" მიერ ჩატარებული სამუშაოებით დადასტურდა.

"ბლოკ ენერჯი" ჩვენი ერთ-ერთი პერსპექტიული პროექტია, შლუმბერჟეს გაბურღილ ჭაში, იმ მიმდებარე არეალში 16 მილიარდი კუბური მეტრის მარაგია დადასტურებული. ეს აბსტრაქტულად რომ წარმოიდგინოთ, საქართველოს 8 წლის მოხმარების ტოლია.

"ბლოკ ენერჯი" უბრუნდება ამ პროექტს უკვე დადასტურებული გეგმით, სავარაუდოდ ეს დაიწყება ამ წლის ბოლოს ან მომავალი წლის დასაწყისში. აქ ჩასატარებელია ჰორიზონტალური ბურღვები, რათა მეტი ქანი მოიცვას და უფრო მეტი კომერციული გაზი იქნას მოპოვებული. პარალელურად მიმდინარეობს ძველ ჭაბურღილებშიც ჰორიზონტალური ბურღვები, რამაც 80%-ით გამოიწვია გაზის მოპოვების ზრდა. მას შემდეგ, რაც ამ ჭაბურღილს აითვისებს, ეს ციფრები ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავი იქნება" - განაცხადა გიორგი ტატიშვილმა BM.GE-ს გადაცემა "საქმის კურსში" საუბრისას.

როგორც ცნობილია, ლიცენზიის ოპერატორია კომპანია "ბლოკ ენერჯი", რომლის ძირითადი საქმიანობის სფერო საქართველოში ნავთობისა და გაზის ძიებაა.