ავტორი:

"ერდოღანმა პუტინს განუცხადა, რომ აუცილებელია მარცვლეულის დერეფნის გაკეთება" - რა ინფორმაცია ვრცელდება ორი ქვეყნის პრეზიდენტების საუბრის შესახებ?

"ერდოღანმა პუტინს განუცხადა, რომ აუცილებელია მარცვლეულის დერეფნის გაკეთება" - რა ინფორმაცია ვრცელდება ორი ქვეყნის პრეზიდენტების საუბრის შესახებ?

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თავის რუს კოლეგასთან ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო მოლაპარაკებები გამართა. განხილვის მთავარ საკითხებს შორის იყო ომი უკრაინასთან და საზღვაო დერეფანი მარცვლეულის ექსპორტისთვის.

ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ერდოღანმა განაცხადა, რომ უკვე აუცილებელია "მარცვლეულის დერეფნის" გაკეთება.

ამასთან, კრემლში პრეზიდენტების საუბრის საკუთარი ვერსია გაასაჯაროვეს.

აღნიშნეს, რომ ლიდერებმა განიხილეს მთელი რიგი საკითხებისა და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ეკონომიკურ თანამშრომლობას, ვაჭრობის მოცულობის გაზრდას, ანგარიშსწორებაში ეროვნული ვალუტის გამოყენებას და რუსული ენერგომატარელების შეუფერხებელ მიწოდებას.

გარდა ამისა, კრემლში დაადასტურეს, რომ უკრაინაში არსებული ვითარება განიხილეს, მათ შორის შავ ზღვაში ხომალდების მიმოსვლისა და მარცვლეულის ექსპორტის საკითხი ძალისხმევის კოორდინაციის კონტექსტში.