ავტორი:

"ოპოზიციის "ჩათიდან" არ ამოვუშლივართ, სხვა ჩათი შექმნეს ჩვენს გარეშე" - იაგო ხვიჩია

"ოპოზიციის "ჩათიდან" არ ამოვუშლივართ, სხვა ჩათი შექმნეს ჩვენს გარეშე" - იაგო ხვიჩია

ოპოზიციის “ჩათიდან” არ ამოვუშლივართ, სხვა ჩათი შექმნეს ჩვენს გარეშე , - ამის შესახებ “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.

მისი ინფორმაციით, აღნიშნული “ჩათი” პარტია “მოქალაქეებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ლევან იოსელიანის შექმნილი იყო.

როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, ოპოზიციური პარტიების ერთ-ერთ შეხვედრაზე ამ “ჩათიდან” ლევან იოსელიანის ამოღების საკითხი დადგა, რაც თავად გააპროტესტა, საბოლოოდ კი, ოპოზიციამ შექმნა ახალი “ჩათი,” სადაც არც იაგო ხვიჩია და არც ლევან იოსელიანი აღარ არიან.

“ჩათიდან” არ ამოვუშლივართ, სხვა “ჩათი” შექმნეს ჩვენს გარეშე. ამ “ჩათის” ისტორია ასეთი იყო: არსებული “ჩათი” ლევან იოსელიანმა შექმნა, რომ მინიმალური კოორდინაცია გვქონდა და თითი ფრაქციიდან ყოფილიყო თითო ან ორი ადამიანი. ბოლოს ეს “ჩათი” შეივსო სხვადასხვანაირი ხალხით და ფაქტობრივად, დისკუსია ძალიან გართულდა, რადგან ბევრი სხვადასხვა გემოვნების და წარმოდგენის ადამიანი მოგროვდა ამ “ჩათში”, შესაბამისად, თავადაპირველ ჩანაფიქრს ეს “ჩათი” ვერ ასრულებდა, მაგრამ შეხვედრები იგეგმებოდა. მერე ერთ-ერთ შეხვედრაზე, რომელსაც მოქალაქეები” არ ესწრებოდნენ, ითქვა, რომ ხალხი, ვინც ამ შეხვედრაზე უარს აცხადებს და არ დადის, ზედმეტი ინფორმაციებით რატომ გადავტვირთოთო და “ჩათიდან” ლევან იოსელიანის ამოღების საკითხი რომ დადგა, მე გავაპროტესტე, კაცს მისი შექმნილი “ჩათიდან” რატომ უშვებთ-მეთქი. ბოლოს ისე მოხდა, რომ ახალი “ჩათი” შექმნეს, სადაც არც მე ვარ და არც ლევანი”, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.