ავტორი:

თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზება იწყება? - რაზე ისაუბრეს რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ნიკოლ ფაშინიანმა

თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზება იწყება? - რაზე ისაუბრეს რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ნიკოლ ფაშინიანმა

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო მოლაპარაკება შედგა. აღნიშნულის შესახებ ფაშინიანი "ტვიტერის" გვერდზე წერს.

ფაშინიანის თქმით, ლიდერებმა სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზების პროცესის შესახებ ისაუბრეს.

"თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას ხაზგასმით აღვნიშნეთ ის მნიშვნელობა, რასაც სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზების პროცესს ვანიჭებთ. ჩვენ ველოდებით, 1-ელ ივლისს ჩვენი სპეციალური წარმომადგენლების შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმების ადრეულ განხორციელებას", - წერს ფაშინიანი.