ავტორი:

"ივანიშვილმა კარგად თქვა ღარიბაშვილზე, რაც გინდათ, ის დაუძახეთო, მაგრამ ზრდილობა არ მომცემს უფლებას დავუძახო ის, რასაც მასზე ვფიქრობ" - პაატა მანჯგალაძე

"ივანიშვილმა კარგად თქვა ღარიბაშვილზე, რაც გინდათ, ის დაუძახეთო, მაგრამ ზრდილობა არ მომცემს უფლებას დავუძახო ის, რასაც მასზე ვფიქრობ" - პაატა მანჯგალაძე

ბიძინა ივანიშვილმა კარგად თქვა ღარიბაშვილზე, რაც გინდათ, ის დაუძახეთო, მაგრამ ზრდილობა არ მომცემს უფლებას დავუძახო ის, რასაც მასზე ვფიქრობ,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

მანჯგალაძე აღნიშნავს, რომ სანქციების დაწესება ივანიშვილისთვის რეალური გახდა და ამიტომ ახლა "ქართული ოცნება" ცდილობს წარმოაჩინოს, თითქოს ივანიშვილთან მხოლოდ მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ და გავლენა მას პოლიტიკაზე არ აქვს.

"ივანიშვილს საქართველოში მეგობრები არ ჰყავს, რუსეთში ჰყავს, საქართველოში კარზე დაქირავებული მოსამსახურეები და მონები ჰყავს. ღარიბაშვილის განცხადებამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ თავისუფლებას არ ჰყავს იმაზე დიდი მტერი, ვიდრე არის კმაყოფილი და გამძღარი მონა. მე არ ვიკადრებ, მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა კარგად თქვა ღარიბაშვილზე, რაც გინდათ, ის დაუძახეთო, ჩემი აღზრდა და ზრდილობა არ მომცემს უფლებას ის დავუძახო, რასაც ახლა ვფიქრობ მასზე სინამდვილეში, მაგრამ განცხადებები, რომ ივანიშვილი არ ერევა პოლიტიკაში და საერთო არაფერი აქვს ოლიგარქიასთან, არის თვალში ნაცრის შეყრა და უსინდისობა,"- განაცხადა მანჯგალაძემ.

მისივე თქმით, ივანიშვილის ანტიდასავლურ პოლიტიკას ყველაზე მეტად "ქართული ოცნებიდან" ვითომ წასული ადამიანები გამოხატავენ და "თუ აქამდე სამი დეპუტატის სახით პარლამენტში შექმნეს "ალტ- ინფოს" დაჯგუფება, ახლა უკვე "ალტ- ინფოს" რეგიონალურ ოფისებს ხსნიან".

ცნობისათვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ გუნდი არც ოპერატიულ და არც საკვანძო გადაწყვეტილებებს არ იღებს პოლიტიკიდან გასული ყოფილი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის კარნახით. ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ოპონენტებმა უნდა განმარტონ, რას გულისხმობენ, როდესაც ოლიგარქსა და დეოლიგარქიზაციაზე ლაპარაკობენ.

ასევე იხილეთ: