ავტორი:

20 წლის ბიჭი, რომელსაც ბათუმში, მშენებარე კორპუსიდან ჩამოვარდნილი ძელი დაეცა, ერთთვიანი კომის შემდეგ გარდაიცვალა

20 წლის ბიჭი, რომელსაც ბათუმში, მშენებარე კორპუსიდან ჩამოვარდნილი ძელი დაეცა, ერთთვიანი კომის შემდეგ გარდაიცვალა

20 წლის ბიჭი, რომელსაც ბათუმში, მშენებლობიდან ჩამოვარდნილი ძელი დაეცა, თითქმის ერთთვიანი კომის შემდეგ გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას "ბათუმელები" ავრცელებს.

როგორც კლინიკა BAU-ს პრესცენტრმა "ბათუმელებს" განუცხადა, დაშავებულს ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა რეანიმაციულ განყოფილებაში დარჩა და ერთითვიანი კომის შემდეგ გარდაიცვალა.

12 ივნისს, 20 წლის სტუდენტი ბიჭი სახლიდან სამსახურში ფეხით მიდიოდა, რა დროსაც მას თავში მშენებლობიდან ჩამოვარდნილი ძელი მოხვდა. ეს შემთხვევა კობალაძის ქუჩაზე მოხდა.

ტრაგიკულ შემთხვევას ძლიერ ქარს უკავშირებდნენ, თუმცა იმთავითვე გამოითქვა ვარაუდები, რომ ეს შესაძლოა, მშენებლობის ობიექტზე გარკვეული წესების დარღვევასთან ყოფილიყო დაკავშირებული.

კომპანია DS გრუპიში მედიას დაუდასტურეს მათი ობიექტიდან ძელის ჩამოვარდნის ფაქტი, თუმცა კატეგორიულად უარყოფენ, რომ ეს სამშენებლო წესების დარღვევის შედეგად იყო გამოწვეული.

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს როგორც შსს, ისე შრომის ინპექცია. ჯერჯერობით უცნობია, უკავშირდება თუ არა ბიჭის გარდაცვალება სამშენებლო ობიექტზე შესაბამისი წესების დარღვევას.

მთავარი ფოტო გადაღებულია 12 ივნისს.