ავტორი:

"თანამეგობრობის ჩემპიონატი" - რა საფეხბურთო ტურნირის შექმნაზე საუბრობს ოკუპირებული აფხაზეთის ახალგაზრდობისა და სპორტის ე.წ. სახელმწიფო კომიტეტის "თავმჯდომარე"

"თანამეგობრობის ჩემპიონატი" - რა საფეხბურთო ტურნირის შექმნაზე საუბრობს ოკუპირებული აფხაზეთის ახალგაზრდობისა და სპორტის ე.წ. სახელმწიფო კომიტეტის "თავმჯდომარე"

ოკუპირებული აფხაზეთის ახალგაზრდობისა და სპორტის ე.წ. სახელმწიფო კომიტეტის მარიონეტი თავმჯდომარე, ჯემალ გუბაზი არაღიარებულ დონეცკის რესპუბლიკაში სტუმრობისას საფეხბურთო ტურინირის "თანამეგობრობის ჩემპიონატის“ შექმნის შესახებ წინადადებით გამოვიდა.

  • როგორც ekhokavkaza.com წერს, ყირიმის ფეხბურთის აკადემიის ვებსაიტზე შესაბამისი ინფორმაციაც გამოქვეყნდა, სადაც ნათქვამია, რომ ტურნირში მონაწილეობა შეუძლიათ ყირიმის, აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის, დონეცკისა და ლუგანსკის, ხერსონის, საპოროჟიესა და მასში მონაწილეობის მსურველ სხვა რეგიონებს.

ცნობისთვის, ოკუპირებული რეგიონების საფეხბურთო ჩემპიონატის შექმნაზე რუსეთში უკვე დიდი ხანია მსჯელობენ. როგორც გამოცემა РБ Спорт-ი ჯერ კიდევ გასულ თვეში წერდა, განიხილება საფეხბურთო ჩემპიონატის შექმნის შესაძლებლობა ყირიმის, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის, მელიტოპოლისა და აფხაზეთის გუნდების მონაწილეობით.

"ეს იმით არის განპირობებული, რომ უახლოეს მომავალში, ამ არეალიდან, ჯერჯერობით, ვერც ერთი კლუბი ვერ გახდება РФС-ის (რუსეთის ფეხბურთის კავშირი) წევრი უეფასთან არსებული დაპირისპირების გამო. თუმცა ერთიანი ჩემპიონატის შექმნაც არ იქნება მარტივი მანამდე, სანამ ამ ტერიტორიებზე უსაფრთხოების ნორმები არ იქნება დაცული“, - ნათქვამი იყო სტატიაში.