ავტორი:

"უკრაინელებმა წარმატებით მოიგერიეს რუსული ჯარის რამდენიმე თავდასხმა..." - რა ვითარებაა ცხელ წერტილებში და სად აქვთ უპირატესობა უკრაინელებს?

"უკრაინელებმა წარმატებით მოიგერიეს რუსული ჯარის რამდენიმე თავდასხმა..." - რა ვითარებაა ცხელ წერტილებში და სად აქვთ უპირატესობა უკრაინელებს?

უკრაინელმა სამხედროებმა წარმატებით მოიგერიეს რუსული ჯარის რამდენიმე თავდასხმა ხარკოვის ოლქის დემენტიევკას მახლობლად და შეაჩერეს მტრის მცდელობა ბახმუტის მიმართულებით წინ წასულიყო. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ხარკოვის მიმართულებით მტერმა დაბომბა ქალაქი ხარკოვი და დასახლებები სოსნოვკა, სტარაია გნილიცა, უკრაინკა, ზამულოვკა, პეტროვკა, ჩერკასი ტიშკი, კორობოჩკინო, პრუდიანკა, ჩერნოგლაზოვკა, კუტუზოვკა, სტარი სალტოვი, ნოვოე, ბაირაკევკა, დელომენტი.

„დამპყრობლები ცდილობდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების განდევნას დემენტიევკას რაიონიდან, მაგრამ უკრაინელმა ჯარისკაცებმა წარმატებით მოიგერიეს რამდენიმე თავდასხმა მითითებულ სოფელზე და მტერი აიძულეს უკან დაეხია.

ბახმუტის მიმართულებით საარტილერიო დაბომბვა დაფიქსირდა ბერესტოვოს, სოლედარის, ვერშინას, ნოვოლუგანსკოეს, ბახმუტის, იაკოვლევკას, მაიორსკის დასახლებებში და საჰაერო დარტყმები ბერესტოვოეს, ბელოგოროვკას, ვერშინასა და იაკოვლევკას მახლობლად.

წინსვლის მცდელობისას მტერმა ზიანი განიცადა და ქაოტურად უკან დახევა დაიწყო“, - ნათქვამია ინფორმაციაში.