ავტორი:

ვინიცაზე ოკუპანტების სარაკეტო თავდასხმას მინიმუმ 8 ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა - რას წერს ზელენსკი მომხდარის თაობაზე

ვინიცაზე ოკუპანტების სარაკეტო თავდასხმას მინიმუმ 8 ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა - რას წერს ზელენსკი მომხდარის თაობაზე

უკრაინის ქალაქ ვინიცაში სარაკეტო თავდასხმის შედეგად მინიმუმ 8 ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ეროვნულ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

წინასწარი ინფორმაციით, შენობას, რომელშიც საოფისე ფართებია განლაგებული, 3 რუსული რაკეტა მოხვდა. აფეთქების შედეგად ასევე დაზიანდა ოფიცერთა სახლი და მიმდებარე საცხოვრებელი სახლები.

"ადგილზე ხანძარი გაჩნდა, ცეცხლი ავტოსადგომს მოედო. ახლა იქ 50-მდე მანქანა იწვის. მაშველები ხანძრის ჩასაქრობად მუშაობენ", - ნათქვამია ინფორმაციაში.

  • უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ქალაქ ვინიცაში რუსეთის მიერ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას ეხმიანება და აცხადებს რომ რუსეთი მკვლელი და ტერორისტული ქვეყანაა.

"ვინიცა. სარაკეტო დარტყმა ქალაქის ცენტრში. არიან დაჭრილები და გარდაცვლილები, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი. რუსეთი ყოველდღიურად ანადგურებს მშვიდობიან მოსახლეობას, კლავს უკრაინელ ბავშვებს, მიმართავს რაკეტებს სამოქალაქო ობიექტებზე. იქ, სადაც სამხედრო არაფერია. რა არის ეს, თუ არა ღია ტერორისტული აქტი? არაადამიანები. მკვლელი ქვეყანა. ტერორისტული ქვეყანა“, - წერს ზელენსკი "ტელეგრამში“.