ავტორი:

კალიების შემოსევა რუსეთში

კალიების შემოსევა რუსეთში

რუსეთში, კრასნოდარის ოლქში კალიების უჩვეულო შემოსევაა. მწერები ნათესებს შეესივნენ და ამ დროისთვის უკვე 1,5 ათასი ჰექტარი განადგურებულია.

ინტერნეტში გავრცელებულ ფოტოებსა და ვიდეოებში, რომლებიც ადგილობრივი მაცხოვრებლების მიერ არის გადაღებული, ჩანს მწერების ლაშქარი, რომლებიც თავს ესხმის მინდვრებს.

მედიის ინფორმაციით, ფერმერები კალიებს ვერ ანადგურებენ, რადგან ნათესების სიახლოვეს წყლის დამცავი ზონაა, სადაც მავნებლების კონტროლი შეუძლებელია. თუმცა მინდვრებისა და გზების ნაპირზე ქიმიური სამუშაოები უკვე ჩატარდა, რაც არაეფექტიანი აღმოჩნდა.

განადგურებული ფართობის გარდა, ამჟამად კალიები 1442 ჰექტარზე არიან გავრცელებული. მათი რაოდენობა კი იმდენად დიდია, რომ "ჰაერში მწერების ღრუბლები ჩანს", - ამბობენ თვითმხილველები.

კალია ადამიანისთვის საშიში არ არის, მაგრამ მოსავალს უზარმაზარ საფრთხეს უქმნის. ადგილობრივი გარემოსდამცველები აცხადებენ, რომ მწერების შეჭრა უცხო არ არის კრასნოდარის ტერიტორიისთვის, მაგრამ წელს მავნებლები ვადაზე ადრე გამოჩნდნენ, რამაც ნათესების განადგურება გამოიწვია.